სერვისები

გინეკოლოგია

გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ქალის რეპროდუქციული სისტემის (საკვერცხეების, ფალოპის მილების, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საშოს, სასქესო ბეგეების და ქალის გარეთა სასქესო ორგანოების) დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

კლინიკა კურაციოში წარმოებული გინიკოლოგიური სერვისებია: გინეკოლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია პროცედურაა, რომლის დროსაც ექიმი-გინეკოლოგი დაწვრილებით გამოიკვლევს თქვენს საშვილოსნოს, საშოსა და გარეთა სასქესო ბაგეებს. კვლევა წარმოებს სპეციალური ხელსაწყოს - კოლპოსკოპის საშუალებით.

კოლპოსკოპიის საჭიროებას განსაზღვრავს თქვენი პირადი ექიმი (მაგ., Pap-ტესტით პათოლოგიის გამოვლენისას), ან გინეკოლოგი. ექიმი-გინეკოლოგის შეხედულებისამებრ (მაგ., პათოლოგიური უჯრედების დაფიქსირებისას), კოლპოსკოპიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ქსოვილოვანი ნიმუშის აღება (ბიოფსია), მასალის შემდგომის ლაბორატორიული ტესტირებისთვის.

საშვილოსნოს კიურეტაჟი (გამოფხეკა)

საშვილოსნოს კიურეტაჟი (გამოფხეკა) პროცედურაა, რომლის დროსაც ექიმი-გინეკოლოგი ახდენს საშვილოსნოს გამოფხეკას (ქსოვილების გამოტანა საშვილოსნოდან).

პროცედურის საჭიროებას განსაზღვრავს გინეკოლოგი. საშვილოსნოს კიურეტაჟი გამოიყენება საშვილოსნოს მრავალი დაავადების დიაგნოსტირებისა, ან მკურნალობისთვის.

პროცედურის დროს ექიმი ახდენს საშვილოსნოს ყელის გახსნას (გაფართოებას) -ყელი საშვილოსნოს ყველაზე დაბლა განლაგებული ნაწილია, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს საშვილოსნოსა და სასქესო ბაგეებს. ამის შემდეგ მას საშვილოსნოში შექვს სპეციალური ინსტუმენტი - კიურეტი და ახდენს საშვილოსნოს გამოფხეკას.

Pap-ტესტი

Pap-ტესტი პროცედურაა, რომლის საშუალებითაც ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება. ყელი საშვილოსნოს ყველაზე დაბლა განლაგებული ნაწილია, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს საშვილოსნოსა და სასქესო ბაგეებს.

კვლევის ჩატარება ნაჩვენებია გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ქალებისთვის, რის შესახებაც ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი პირადი ექიმი, ან გინეკოლოგი.

Pap-ტესტის საშუალებით ხდება კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლინება, რაც პაციენტს განკურნების დიდ შანს აძლევს. Pap-ტესტმა, ასევე, შეიძლება გამოავლონოს საშვილოსნოს ყელის ისეთი უჯრედოვანი ცვლილებები, რომლებიც მიუთითებენ მომავალში კიბოს განვითარების საშიშროებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, პაციენტს თავიდან აცილებენ ამ დაავადების აღმოცენებას.

საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია

საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია კრიოთერაპიული (სიცივით მკურნალობა/მოყინვა) პროცედურაა და გინეკოლოგიაში გამოიყენება საშვილოსნოს ყელის სამკურნალოდ. მიეკუთვნება მკურნალობის ქირუგიულ მეთოდს, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელზე დაზიანებული უბნის მოყინვა და შემდგომში მისი ჩამოფცქვნა.

პროცედურა ინიშნება გინეკოლოგის მიერ, Pap-ტესტში ცვლილებების შემთხვევაში. პროცედურა უმტკივნეულოა, გრძელდება 10-15 წთ, რის შემდეგაც ადგილი აქვს შედარებით ჭარბ წყლისებრ გამონადენს (შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე), პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდირებული სქესობრივი ცხოვრება 4-6 კვირა.

საშვილოსნოსშიდა საშუალების ამოღება/ჩადგმა

საშვილოსნოს შიდა საშუალება (სპირალი), ძირითადად, გამოიყენება ჩასახვის საწინაამღდეგო მიზნით. რიგ შემთხვევებში, მას შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო დანიშნულებაც.

ჩასახვის საწინაამღდეგოდ ამ მეთოდის არჩევა ხდება გინეკოლოგის და პაციენტის ურთიერთშეთანხმებით.

პროცედურა არ საჭიროებს განსკუთრებულ მომზადებას. მისი ჩადგმა და ამოღება ციკლის ნებისმიერ პერიოდში არის შესაძლებელი.

.ენდომეტრიუმის პაიფელ ბიოფსია

.საშვილოსნოს უკანა თაღის პუნქცია

.საშვილოსნოს ყელის ბიოფსია

.მიკროინსტილაცია - საშვილოსნოს მილების გამავლობის აღდგენა.

კლინიკა აირმედში წარმოებს ორსულთა პატრონაჟი. ორსულის აღრიცხვაზე აყვანა ხდება ადრეულ ვადებზე (6-7 კკვირა).

პირველ ვიზიტზე წარმოებს მათი სრული კლინიკო-ლაბორატურიული გამოკვლევა და სპეციალისტთა კონსულტაცია. (თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოკულისტი, ნერვოპათოლოგი, ალერგოლოგი). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  ორსულთა სკრინგს ფარულ ინფექციებზე და ფოსფოლიპიდური სინდრომის მაჩვენებლების შესწავლას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას მეთვალყურეობა წარმოებს თვეში ერთხელ 30 კვირამდე. 30 კვირის შემდეგ ორსულის მათვალყურეობა წარმოებს ყოველ ორ კვირაში.

 

თუ თქვენ გჭირდებათ ექიმი?

ჩაეწერე სახლიდან გაუსვლელად!