სერვისები

კარდიოლოგია

კარდიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სპეციალიზებულია გულის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და კლინიკა აირმედში წარმოებული კარდიოლოგიური სერვისებია: კარდიოლოგის კონსულტაცია და აგრეთვე, ქვემოთ, ჩამოთვლილი და აღწერილი პროცედურები.

ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)

ეკგ გულის მუშაობის შეფასების ბაზისური, არაინვაზიური, უმტკივნეულო, უსაფრთხო და მეტად ინფორმატიული მეთოდია. სპეციალური მოწყობილობა, ელექტროკარდიოგრაფი, ახდენს გულის ელექტრული აქტივობის სპეციალურ ფირზე ჩაწერას, რაც ხორციელდება კიდურებზე და გულმკერდზე დამაგრებული მწებავი ფირფიტების, ელექტროდების, საშუალებით.

ექოკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია კვლევის მეთოდია, რომელიც გულის გამოსახულების მისაღებად იყენებს ულტრაბგერას. ამ კვლევის საშუალებით ხდება გულის კუნთისა და სარქვლოვანი აპარატის მრავალი დაავადების დიაგნოსტირება. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

თუ თქვენ გჭირდებათ ექიმი?

ჩაეწერე სახლიდან გაუსვლელად!