სერვისები

პედიატრია

პედიატრიული სამსახურის ფუნქციაა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე მეთვალყურეობა, სრულფასოვანი გამოკვლევა და მკურნალობა ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის დროს, სამედიცინო მომსახურების კოორდინირება ვიწრო სპეციალისტებთან და ჰოსპიტალურ სექტორთან თანამშრომლობის გზით, ეფექტური და ადეკვატური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა ბავშვის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

პედიატრიული სამსახური ახორციელებს:

  • მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების გამოკვლევასა და მართვას;
  • ასაკობრივ იმუნიზაციას;
  • ბავშვთა გლობალური განვითარების შეფასებასა და ხელშეწყობას;
  • საგანმანათლებლო მუშაობას მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ;
  • ბინაზე პედიატრიულ ვიზიტებს;

თუ თქვენ გჭირდებათ ექიმი?

ჩაეწერე სახლიდან გაუსვლელად!